ზუმბა ფიტნესი არის ლათინური მუსიკითა და რითმებით შთაგონებული საცეკვაო ფიტნეს პროგრამა. ეს არ არის ცეკვის გაკვეთილი, ეს არის სრულფასოვანი კარდიო-რესპირატორული დატვირთვის აერობული ვარჯიში, რომლის დროსაც იწვება 400-800 კალორიამდე. თუმცა, ზუმბას განსხვავება სხვა პორგრამებისგან ის არის, რომ სახალისო მუსიკისა, მოძრაობების და პოზიტიური გარემოს ფონზე გავიწყდებათ, რომ ვარჯიშობთ.