სამეჯლისო სპორტული ცეკვები

სამეჯლისო-სპორტული ცეკვები არის ცეკვის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელშიც იდეალურად ერწყმის ერთმანეთს სპორტი და ხელოვნება. ის გამორჩეულია თავისი რიტმებით, მუსიკით, მოძრაობებითა და მრავალფეროვანი ვარიაციებით. ეს არის ორი ადამიანის ჰარმონიული მოძრაობა, რომელშიც ხაზგასმით წარმოჩენილია მამაკაცისა და ქალის ურთიერთდამოკიდებულება.

სამეჯლისო-სპორტული ცეკვები, უპირველესად, აყალიბებს სწორი დგომის მანერას, ხვეწს სხეულის ფორმებს და ავითარებს პლასტიკას. ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას, ხელს უშლის ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებასა და მის არასწორ განვითარებას. სასურველი და პრევენციულია ხერხემლის გამრუდების დროს. ამასთან, რაც მთავარია ამაღლებს განწყობას და ზრდის ბრძოლის უნარიანობას.

ზუმბა – ფიტნესი

ზუმბა ფიტნესი არის ლათინური მუსიკითა და რითმებით შთაგონებული საცეკვაო ფიტნეს პროგრამა. ეს არ არის ცეკვის გაკვეთილი, ეს არის სრულფასოვანი კარდიო-რესპირატორული დატვირთვის აერობული ვარჯიში, რომლის დროსაც იწვება 400-800 კალორიამდე. თუმცა, ზუმბას განსხვავება სხვა პორგრამებისგან ის არის, რომ სახალისო მუსიკისა, მოძრაობების და პოზიტიური გარემოს ფონზე გავიწყდებათ, რომ ვარჯიშობთ.

ზუმბა იდეალურია, არა მხოლოდ წონის კორექციისათვის, არამედ, სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად, თქვენი სხეული დგება ტონუსში და ხდება უფრო მოქნილი; გივითარდებათ რითმის გრძნობა. ამიტომ ზუმბას შეარქვეს – ZUMBA PARTY WORKOUT.
პროგრამის განვითარებასთან ერთად მას დაემატა არა მხოლოდ ლათინურ, არამედ, მსოფლიო რითმებიც. დღევანდელ დღეს ზუმბა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავარჯიშო პროგრამა, რომელშიც ჩართულია 12 მილიონი ადამიანი, 110 000 ლოკაცია, 200 000 ლიცენზირებული ინსტრუქტორი და 125 ქვეყანა – მათ შორის საქართველოც. არ გადადო და შემოუერთდი ყველაზე სახალისო ზუმბა ფიტნეს პროგრამას ჩვენს სტუდიაში!

ქეთი ზაზანაშვილი – ქორეოგრაფი, ფიტნეს ინსტრუქტორი, ზუმბა ფიტნესის ირველი ლიცენზირებული ინსტრქუტორი საქართველოში, ინკლუზიური ცეკვის სპეციალისტი

Contemporary თანამედროვე ბალეტი

Contemporary ანუ თანამედროვე ცეკვა აერთიანებს მრავალი ცეკვის სტილის ელემენტებს და საშუალებას აძლევს მოცეკვავეებს გამოხატონ ემოციურობა მოძრაობებითა და სუნთქვით. მისი ისტორიის, გავლენისა და ტექნიკის მოკლე შესწავლით.იმისგარდა რომ ძალიან ლამაზია ეს ცეკვა,ასევე ჯამრთელობისთვისაც ძალიან კარგია რადგან ფიზიკურ ვარჯიშებიც აუცილებელია რომ ლამაზი და ჯამრთელი სხეული გვქონდეს.

თანამედროვე ცეკვა არის ინტერპრეტაციული ცეკვის სტილი, რომელიც მოიცავს ინოვაციებს, აერთიანებს ტექნიკებს სხვადასხვა ჟანრებიდან, მათ შორის კლასიკური ბალეტი, ჯაზი, თანამედროვე ცეკვა და ლირიკული ცეკვა. ცეკვის ეს ჟანრი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს იატაკზე, ვიდრე ფეხის მუშაობას, არ არის შეზღუდული წესებით, რომლებიც არეგულირებენ ტრადიციულ ცეკვის ფორმებს. ამის ნაცვლად, ის ეყრდნობა იმპროვიზაციას და მრავალფეროვნებას და ახასიათებს მოძრაობის თავისუფლებას